Sunday, 29 June 2014

დღე 4

    დღეს განვიხილეთ ჩვენი პროექტების მიმართულების მიმცემი კითხვები.
ჩემი პროექტის მიმართულების მიმიცემი კითხვებია: დედამიწა ჩვენი საერთო სახლია? რა არის გალაქტიკა? ვინ გაფრინდა პირველად კოსმოსში? რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა კოსმონავტ ქალს?
   გავაკეთეთ შეფასების გეგმა და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი. ვისწავლეთ ბლოგზე სურათების დამატება გაჯეტების სახით და პოსტში ჩასმა.
საშინაო დავალებად უნდა წავიკითხოთ მეორე მოდული, გავუკეთოთ ერთმანეთს კომენტარები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.

Saturday, 28 June 2014

დღე 3

გავეცანით 21-ე საუკუნის სიტყვების მარაგს,რომლებიც გამოვიყენეთ მიზნების განსაზღვრაში, ვიმუშავეთ წყვილებში  მიმართულების მიმცემ კითხვებზე,დავასრულეთ ბუკლეტები, განვიხილეთ მეორე მოდული.საშინაო დავალებად უნდა დავწეროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები ჩვენი პროექტისთვის.

Sunday, 22 June 2014

დღე 2

ვისწავლეთ ბუკლეტის შექმნა მშობლისათვის, გადმოვწერეთ სურათები ინტერნეტიდან,დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება,გადავგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე პროექტის გეგმა და ბუკლეტი

Saturday, 21 June 2014

დღე 1

გავეცანით სახელმძღვანელოს,ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი,ვნახეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,შვქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,ვნახეთ პროექტის ნიმუში "რომეო და ჯულიეტას" მაგალითზე,გავეცანით პროექტის მახასიათებლებისა და პორტფოლიოს ჩეკლისტს.